მთავარი სპორტი ბულგარელი ადრიან ანდრეევი ჩოგბურთში „თბილისი 2015“-ის ჩემპიონია

ბულგარელი ადრიან ანდრეევი ჩოგბურთში „თბილისი 2015“-ის ჩემპიონია

0 704

ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საჩოგბურთო ტურნირი ბიჭებს შორის ერთეულთა თანრიგში ბულგარელმა ადრიან ანდრეევმა (Adrian Andreev) მოიგო. ფინალში მეოთხე ნომრად განთესილმა ბულგარელმა პირველ ნომრად განთესილი ებრაელი იშაი ოლიელი (Yshai Oliel) დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:6 6:4 6:1 დაამარცხა.

პირველი სეტის წაგების შემდეგ ბულგარელმა მეორეში იმავე ანგარიშით რევანშის აღება შეძლო. როგორც გაირკვა ანდრეევის მიერ სწორედ ამ სეტის მეცხრე გეიმში გაკეთებული ბრეიქი არა მარტო კონკრეტულად მეორე სეტის, არამედ მთელი მატჩის მოგების წინაპირობა გახდა. გადამწყვეტ მესამე სეტში მოვლენები ოლიელმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო და საბოლოოდ 1:6 დამარცხდა. 

„ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე მოიგებდა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო,“- განაცხადა ანდრეევმა.

მთელი მატჩის განმავლობაში ებრაელმა 2, ბულგარელმა კი ვერც ერთი ეისი ვერ გააკეთა. ორივემ ჩოგბურთელმა თანაბარი რაოდენობის 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მთავარი კორტის პარალელურად პირველ კორტზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთმანეთს პოლონელი დანიელ მიხალსკი (Daniel Michalski) და ბელგიელი ტომ კოლსონი (Tom Colson) შეხვდნენ. თამაში ბელგიელის გამარჯვებით 6:2 4:6 6:4 დასრულდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი