მთავარი სპორტი ბელგიელმა აქსელ კლინკერტმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

ბელგიელმა აქსელ კლინკერტმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

0 744

სპორტულ ტანვარჯიშში, თბილისი 2015-ის ფარგლებში, ბელგიელი აქსელ კლინკერტი  (Axelle Klinkaert), 14.100 ქულით გოგონათა შორის თავისუფალი ვარჯიშის ჩემპიონი და გახდა და მეორე ოქრო მოიპოვა.

თავისუფალი ვარჯიშის ფავორიტები ბელგიელი სპორტსმენები იყვნენ.  პირველი და მესამე ადგილიც მათ შორის გადანაწილდა და ბრინჯაოს მედალი, 13.750 ქულით ბელგიელ ნინა დერვილს ( Nina Derwavel) ერგო.

,, ძალიან ბედნიერი ვარ,  ვაპირებ უფრო მეტი ვივარჯიშო, რადგან შემდეგი წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას  ვიღებ,“  –  განაცხადა აქსელ კლინკერტმა.

მრავალჭიდისა და ცალკეული იარაღებზე ასპარეზობის ჩემპიონმა, რუსმა დარია სკრიპნიკმა (Daria Skrypnik), თავისუფალ ვარჯიშში წარუმატებლად იასპარეზა და 13.900 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.  

ამ დროისთვის ბელგიის  ანგარიშზე 10, ხოლო რუსეთის ანგარიშზე 34 მედალია.  პირველ აგვისტოს სპორტულ ტანვარჯიშში მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. ბჯენით ხტომებზე დმიტრი გოვოროვმა საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი