მთავარი საერთო ბათუმში ავტომანქანა ხალხში შევარდა – არიან დაშავებულები

ბათუმში ავტომანქანა ხალხში შევარდა – არიან დაშავებულები

ბათუმში წერეთლისა და ბაქოს ქუჩების კუთხეშის ჯიპის ტიპის ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და ხალხში შევარდა. ამ ადგილზე გარე ვაჭრობაა განთავსებული. ავტოაავარიის შედეგად სამი ქალბატონი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 2 მათგანი ბათუმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა ერთი კი რეფერალურში. საპატრულო პოლიციას მომხდარზე ჯერჯერობით ინფორმცია არ გაუვრცელებია – უცნობია დაკავებული თუ არ ავტომანქანის მძღოლი და იყო თუ არა ის ნასვამი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი