მთავარი მედია ბავშვთა საკითხები კვლავ სენსაციურ ჭრილში შუქდება – ქარტიის მედიამონიტორინგის შედეგები

ბავშვთა საკითხები კვლავ სენსაციურ ჭრილში შუქდება – ქარტიის მედიამონიტორინგის შედეგები

მედიაში კვლავ პრობლემად რჩება ტენდენცია, რომ მედია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ თემებს უკვე მომხდარ ფაქტებთან, ან თარიღებთან მიბმით აშუქებს და თავად არ არის საკითხის მოძებნისა და წამოწევის ინიციატორი. ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით ქართული ონლაინ, ბეჭდური და ტელემედიის დაკვირვების შედეგებს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, მედია ნაკლებად ცდილობს დაიცვას ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით, როდესაც ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები კი, კვლავ ემოციური გაშუქების საგნად რჩება; სატელევიზიო ტოკ-შოუებში ბავშვებიც და მათთან დაკავშირებული ამბებიც, ხშირად გამოიყენება მაყურებლის მოზიდვისა და მასზე ემოციური ზემოქმედების საშუალებად.

თემატურად, ბავშვები და მათთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად, უბედური შემთხვევებისა და ტრაგედიების გაშუქებისასა ჩნდებიან მედიაში.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა საკითხების მშრალი და ზედაპირული გაშუქება; აღსანიშნავია, რომ მასალების დიდ ნაწილში არ იყო გაშუქებული საკითხები სიღრმისეულად. მთლიანი ნამუშევრების მხოლოდ 13 პროცენტში გაშუქდა თემები სიღრმისეულად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაში მომზადებულ მასალებში კვლავ არ ისმის ბავშვის ხმა; სრულად შესწავლილი მასალის მხოლოდ 13 პროცენტში მონაწილეობდნენ ბავშვები, ბავშვთა საკითხებზე მომზადებულიმასალების 87 პროცენტი ბავშვების გარეშე მზადდებოდა.

ბავშვებთან დაკავშირებული თემები ტელევიზიებში ძირითადად დილისა და დღის გამოშვებებში ხვდებოდა, იშვიათად – პრაიმტაიმში; ქარტიის დაკვირვებამ აჩვენა, რომ სატელევიზიო ახალ ამბების ჟურნალისტები და რედაქტორები მეტად ცდილობენ სტანდარტის დაცვას ბავშვებთან მიმართებით , ვიდრე ტოკ – შოუები;

კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ზოგ შემთხვევაში მედია სიფრთხილის გამოერიდებოდა ბავშვების გადაღებას და ჩაწერას, ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვის იდენტიფიცირება არანაირ პრობლემა არ ქმნიდა, მისი დაფარვა, „დაბლარვა“ კი პირიქით, ხელს უწყობდა ბავშვის სტიგმატიზაციას.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი,1 ივნისისბავთა დაცვის საერთაშორისო დღის მედიაგაშუქებაროგორცაღმოჩნდაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაცგმირები არა ბავშვებიარამედ საპირველივნისო ღონისძიებისორგანიზატორები იყვნენ:

მედია ბავშვთა დაცვის დღესაც კი არ ცდილობს მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ თემებს სერიოზულადმიუდგესან ამ დღეს მაინც მისცეს ბავშვებს შესაძლებლობათავად ესაუბრონ საზოგადოებას ”, – აღნიშნულიაანგარიშში.

ანგარიში სრულად

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი