მთავარი უცხოეთის ამბები ამ მომენტისათვის ტიანძინში დატრიალებულ ტრაგედიას 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამ მომენტისათვის ტიანძინში დატრიალებულ ტრაგედიას 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში აფეთქებები გრძელდება. მეხანძრეები ცეცხლს მესამე დღეა ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-ზე ავიდა,მათ შორის არიას 21 მეხანძრე. რაც შეეხება დაშავებულებს მათი რაოდენობა 721-მდე ავიდა,მათგან 70 მძიმე მდგომარეობაშია. ისინი სავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილიდან ექვსი ათასი ადამიანია ევაკუირებული. ისინი ადგილობრივი სკოლის შენობაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, როგორც ბუნების დაცვის სამინისტროდან გახდა ცნობილი, აფეთქების ადგილას ნაპოვნია ჯამრთელობისთვის საშიში ნივთიერებიები,ამიტომ იგეგმება დეზინფექციის ჩატარება. ტაინძინში აფეთქდა ქარხანა ქიმიკატებით. პირველი აფეთქება ძალიან ძლიერი აღმოჩნდა შემდეგი ორი კი ნაკლები სიმძლავრის.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი