მთავარი უცხოეთის ამბები ამერიკელი გეოლოგები ვაშინგტონის წყლით დაფარვის დროს ასახელებენ

ამერიკელი გეოლოგები ვაშინგტონის წყლით დაფარვის დროს ასახელებენ

ამერიკელი გეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ,  რომ ტერიტორია, სადაც ვაშინგტონი მდებარეობს,  ამ საუკუნის ბოლოს  წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

მათი მტკიცებით, ამ ფენომენის გამოვლენის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზღვის დონის აწევაა. ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალში GSA.

სპეციალისტებმა კვლევებისთვის   რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში ასობით ჭაბურღილი გააკეთეს,  რის შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გამყინვარების პერიოდი ბრუნდება. გეოლოგების ვარაუდით, ეს პროცესი უკვე  20 ათასზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და საუკუნის ბოლოს დასრულდება.

ვირჯინიის შტატში ჩესალიკის ყურე და მისი მიმდებარე ტერიტორია  15 სანტიმეტრით ქვევით დაიწევს, ხოლო, სტატიის ავტორების ვარაუდით,  ზღვის დონე  დაახლოებით 7 მეტრით მოიმატებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ვაშინგტონის რეგიონი  მომდევნო საუკუნეში წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი