მთავარი ეს საინტერესოა ამერიკაში ვარსკვლავური ომების მოტივებზე კოსმეტიკის ახალი ხაზი შექმნეს

ამერიკაში ვარსკვლავური ომების მოტივებზე კოსმეტიკის ახალი ხაზი შექმნეს

ამერიკულმა კომპანიამ Covergirl კოსმეტიკის ახალი ხაზი შექმნა. მისი შთაგონების წყარო კი ჯერ არგამოსული ფილმი “ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძება” გახდა, – იუწყება E! Online.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფრჩხილის ლაქს, ტუჩის საცხს და წამწამების ტუშს წარწერით: “დაე, ძალა იყოს თქვენთან”.

კოსმეტიკის რეკლამა ორი მოდელითაა წარმოდგენილი, ერთია – რობოტი C-3PO, მეორე კი – საიმპერატორო ჯარების თავდამსხმელი. კოლექციის შექმნაში მონაწილეობა მიიღო Max Factor-ის ვიზაჟისტმა და კრეატიულმა დირექტორმა პეტ მაკგრატმა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა  Giorgio Armani და Dolce & Gabbana-ს კოსმეტიკური ხაზის შექმნაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი