მთავარი ეს საინტერესოა აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ანტიკური ხანის უნიკალური აბანო აღმოაჩინეს

აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ანტიკური ხანის უნიკალური აბანო აღმოაჩინეს

თბილისში, აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ანტიკური ხანის უნიკალური აბანო აღმოაჩინეს, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი.

აღმოჩენა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით I-III საუკუნეებით თარიღდება. განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მინისა და კერამიკის ნიმუშები, ასევე მონეტები. ამ დროისთვის არქეოლოგები ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ

„დაახლოებით 2000 წლის წინანდელი არტეფაქტები, ანუ უძრავი და მოძრავი ძეგლები გვაქვს ჩვენ აქ. წინასწარი შეფასებით I-III საუკუნეების ანტიკური ხანის აბანოა. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ იყო ეს, ეს არის სამეფო ხელისუფლების დონის ადამიანებისთვის განკუთვნილი“, – აცხადებს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშომელი და ექსპედიციის ხელმძღვანელი მერაბ ძნელაძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი