მთავარი პოლიტიკა Capstone-ის დელეგაცია თავდაცვის სამინისტროში იმყოფება

Capstone-ის დელეგაცია თავდაცვის სამინისტროში იმყოფება

0 789

Capstone-ის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება. გენერალ უილიამ ფრეიზერის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ანა დოლიძემ Capstone-ის ჯგუფის ვიზიტი დადებითად შეაფასა და ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ამ პროგრამის წევრები არიან ლიდერები ამერიკაში სამხედრო სფეროში. ისინი ამერიკის სამხედრო პოლიტიკას და, გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის წევრებთან შეხვედრა, მათთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს გაცნობა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ეს კონტაქტები აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობაში გამოგვადგება“, – განცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი