მთავარი ამინდი 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

0 874

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილის, ნინო წვერავას ინფორმაციით, 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, იყოს სეტყვაც.
28-29 ივლისის ღამისა და საღამოს საათებში თბილისში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 37 გრადუსი.
30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კი, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი