მთავარი მედიცინა ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება

0 1105

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება. 
ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე. მან არხი გასულ წელს საკუთარი სურვილით დატოვა.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თამარ ბოდოკია ხელმძღვანელობდა. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი