მთავარი საზოგადოება ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს

ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს

პოლიტიკური ორგანიზაცია “სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობის დროებით ჯებირზე დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით პლაკატებს აკრავდა, რის გამოც იგი პატრულმა თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზეზით 50 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის გამო ის დააკავეს და შსს-ში გადაიყვანეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

„ალტერნატიულმა მერიამ“ დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობა დღეს დაიწყო. აქცია დედაქალაქის მერიასთან ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი