მთავარი პოლიტიკა ღარიბაშვილი – „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ჟრიამულს“

ღარიბაშვილი – „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ჟრიამულს“

0 726

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟუნრალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობა არ არსებობს. მისივე თქმით, ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟი ხელოვნურად არის ატეხილი.

„კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ჟრიამულს. ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან იქნა სრულად გათვალისწინებული.

ეს არის ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომელიც რა თქმა უნდა აზიანებს ბიზნეს გარემოს საქართველოში. ამ ადამიანებს არ ესმით რა არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი