მთავარი კულტურა ფოტოგრაფ გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტო-გამოფენა 11 ივლისს გაიმართება

ფოტოგრაფ გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტო-გამოფენა 11 ივლისს გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გოლდენ პროდაქშენისა” და საქვემოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას” ორგანიზებით, 10 ივლისს საღამოს 7 საათზე,სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოტოგრაფ გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტო-გამოფენა,   ფოტოებზეა ღბეჭდილია ბერია ნდრიას ფონდის შვილობილების სახეები…

11250928_1044170575600995_3862378946433802063_n

ეს არ არის გიორგი აბრამაშვილის პირველი შეხება ქველმოქმედებასთან და არც ბერი ანდრიას ფონდთან, გიორგი წლების მანძილზე მეგობრობს ამ ფონდთნ და მათთვის გამართულ არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა.

გიორგი აბრამიშვილმა ხუთი წლის წინ დაიწყო ხელოვნების ამ მიმართულების პროფესიონალური შესწავლა და ცდილობს მისი შემოქმედების განვითარებას. ,,შენი მედია გუნდი” დაინტერესდა  იმით, თუ რა არის ამ გამოფენის ინსპირაცია.

-რატომ გადაწყვიტეთ ეს გამოფენა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებისთვის მიგეძღვნა?
 
-სიმართლე გითხრათ მე არ მინდოდა, მეგონა, რომ სპეკულირების სახე ექნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ მამაომ მითხრა საუბრის დროს, რომ პირიქით კაი იქნებოდა მათი ფონდისთვის ეს გამოფენა და  ხალხი კიდევ ერთხელ გაიგებს მათი არსებობის შესახებ. თან იმედი მაქვს ცოტათი მაინც  დავეხმარები
-რა სახის იქნება გამოფენა , იქნება მხოლოდ ფოტოები თუ სხვა რამე არის კიდევ დაგეგმილი?
-ფოტოები იქნება და ქველმოქმედება. თუ მოვასწრებთ ვაპირებთ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას.
- ეს ფოტოები კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული რა არის ასახული?
- ყველა კადრი ასახავს როგორ ისვენებენ ბავშვები.
 -ეს თქვენი პირველი გამოფენაა?
- არა მეორე, პირველი შარშან იყო.
11141152_966336963384841_8355439579380081684_n
- წინა გამოფენაც საქველმოქმედო იყო?
- არა. მეგობრებმა მომიწყვეს გიორგობის დღესასწაულზე.
 
- შენი სამომავლო გეგმები როგორია?
-ცხოვრება გვაჩვენებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი