მთავარი უცხოეთის ამბები უკრაინის ქალაქ ოდესაში კაფე – “У Ангеловых“ ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ოდესაში კაფე – “У Ангеловых“ ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ოდესაში კაფე – “У Ангеловых“ ააფეთქეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კაფეს შესასვლელ კართან იყო განთავსებული. აფეთქების შედეგად სერიოზულად დაზიანდა შენობის მთავარი დარბაზები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ეს, ამ კონკრეტული კაფეს აფეთქების მეორე მცდელობა იყო. მისი აფეთქება 22 თებერვალსაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ნაღმის გაუვნებელყოფა შეძლო. კაფეს მეპატრონის, ანგელოვის ოჯახი, უკრაინის ევროინტეგრაციისა და ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიური მხარდაჭერით არის ცნობილი. ისინი ასევე ღიად უჭერენ მხარს აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში უკრაინის არმიის მონაწილეობას.

120341

120342

120344

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი