მთავარი უცხოეთის ამბები უკრაინაში მართმადიდებელ მამაოს თავს დაესხნენ

უკრაინაში მართმადიდებელ მამაოს თავს დაესხნენ

კიევში,  კვირას საღამოს   მართმადიდებელ მამაოს თავს დაესხნენ. თავდასხმა მოხდა მის სახლთან. მამა რომანეს რამდენჯერმე ესროლეს. ორივე ტყვია თავში მოხვდა ,თუმცა იგი გადარჩა.  დაჭრილი მეზობელმა შენიშნა და მანვე გამოიძახა სასწრაფო. ექიმების თქმით, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირველადი  ცნობით იყო  ორი თავდამსხმელი. როგორც სამართალდამცველები ამბობენ პირველადი ვერსიით თავდამსხმელები მძარცველები აღმოჩნდნენ და მამაოს სახლში შეღწევა უნდოდათ. პოლიცია მათ ეძებს. მამა რომანე ტაწიანა მოწამეს ეკლესიაში მსახურობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი