მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა უკრაინაში მალე ახალი საპატრულო პოლიცია გამოჩნდება

უკრაინაში მალე ახალი საპატრულო პოლიცია გამოჩნდება

უკრაინის ქალაქ ლვოვში, ხარკოვსა და ოდესაში მალე ახალი საპატრულო პოლიცია გამოჩნდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება დედაქალაქით დაიწყო, ეს პროცესი გრძელდება. მალე გამოჩნდება ახალი საპატრულო პოლიცია ლვოვის, ხარკოვის და ოდესის ქუჩებსა და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე”, – წერს პოროშენკო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მანქანების მოძრაობა და ფეხით მოსიარულე ხალხის გაკონტროლებაა, ამიტომ ისინი უბნებში გადაწილდებიან. მათ ექნებათ ახალი ფორმა,რომელიც აღჭურვილი იქნება, იარაღით,ფანრით,ხერბორკილებით, ვიდეო კამერებით და რაციით. პოლიციის ფუნქციაში საგზაო პოლიციის ფუნქცებიც შევა, ანუ შეეძლებათ დოკუმენტების შემოწმება, ოქმების შედგენა და ტექნიკური მხარეების შემოწმება.
ახალი საპატრულო პოლიციის პრეზენტაცია კიევში უკვე გაიმართა. ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებსა და უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

1644228

1644229

1644230

1644231

1644232

1647215

1647216

1647217

1647219

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი