მთავარი საზოგადოება უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 საათს გაგრძელდა

უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 საათს გაგრძელდა

ბოლო ბილეთი გამთენიისას 05:15 საათზე გაიყიდა. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გულშემატკივრები ბილეთებს უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლოაბში ყიდულობდნენ. ამის მიუხედავად, გულშემატკივრების დიდი ნაწილი, რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც უბილეთოდ დარჩა, რაც ვაკის პარკში შეკრებილებმა გააპროტესტეს.

„ეს არის ხალხის დაცინვა“, – განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

მათი მტკიცებით, ფედერაციამ ბილეთების დიდი ნაწილი სალაროებიდან არ გაყიდა. ისინი ბილეთების შეძენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

გვიან ღამით ადგილზე არაერთი მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთმანეთს სპეციალურ სიებში ჩაწერილი და სალაროებთან ღამით მისული პირები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც სიებში არ იყო და ცოცხალი რიგი ჰქონდათ, განმარტებებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ითხოვდნენ.

იყო ბარიერის გარღვევის მცდელობაც. ე.წ. სპეციალურ სიებში 50-კაციანი 120 ჯგუფი იყო – მათგან 40 ბილეთების გარეშე დარჩა. სალაროებთან მისვლა ვერ შეძლეს ცოცხალ რიგში მყოფმა მოქალაქეებმაც.

სულ 22 ათას 89 ბილეთი გაიყიდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი