მთავარი სპორტი “ტრაბზონს” შოთა არველაძე ჩაიბარებს

“ტრაბზონს” შოთა არველაძე ჩაიბარებს

0 855

“ტრაბზონი” 1-ელ ივლისს მთავარმა მწვრთნელმა ერსუნ იანალმა დატოვა და თურქული მედიის მტკიცებით, 2 ივლისს გუნდს ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ჩაიბარებს.

წყაროების მტკიცებით, ყველაფერი შეთანხმებულია – ხვალ შოთა ოფიციალურად გახდება იმ კლუბის თავკაცი, რომლის ლეგენდადაც ითვლება, ხოლო 3 ივლისს ის გუნდს ჰოლანდიურ შეკრებაზე წაიყვანს.

42 წლის არველაძე აქამდე “ალკმაარის” მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი თურქულ “ქაისერისა” და “ქასიმფაშას” წვრთნიდა. არველაძე 1993-97 წლების პერიოდში “ტრაბზონის” ფორვარდი იყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი