მთავარი საზოგადოება სუპერ თასის ბილეთების რიგში გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სუპერ თასის ბილეთების რიგში გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

0 1017

ინციდენტი საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ექიმებმა უკვე რამდენჯერმე გაიყვანეს გულწასული გულშემატკივრები რიგიდან და შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მათ.

ამ დროისთვის 5 ათასამდე ბილეთია გაყიდული. როგორც ცნობილია, სუპერთასზე დასასწრები ბილეთების შეძენა დაახლოებით ათასმა მოქალაქემ შეძლო.

ბილეთების შეძენას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ადამიანები, რომლებიც სალაროებთან დღეს დილას მივიდნენ და ცოცხალ რიგში დადგომას გეგმავდნენ.

ისინი ფეხბურთის ფედერაციას და ზვიად სიჭინავას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ სიჭინავას მიერ გაკეთებული განცხადება გაითვალისწინეს და წინასწარ რიგი არ დაიკავეს, რადგანაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ცოცხალი რიგის მეშვეობით მოხდებოდა და წინასწარ სიების შედგენას აზრი არ ჰქონდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი