მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა ,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” თურქეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” თურქეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაიცია”  თურქეთში, ქალაქ რიზეში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,, ჩვენ ვგმობთ ჟურნალისტის მიმართ მსგავს ქმედებას, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევა.  დაუშვებელია როგორც ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორება, ასევე  ნებისმიერი ფორმით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მივმართავთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ დაფიქსირებულ დარღვევებზე. ასევე მივმართავთ თურქეთის  სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე არ მოხდება  ადეკვატური რეაგირება ,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” გამოიყენებს  ყველა იმ უფლებას რაც კანონის ფარგლებში დასაშვებია , რათა დაიცვას ქართველი ჟურნალისტების უფლებები სათანადოდ “-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთში, ქალაქ რიზეში, ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცჰყოფა მიაყენეს. შემთხვევა იმ საავადმყოფოში მოხდა, სადაც კვირას მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 2 და თურქეთის 1 მოქალაქე მკურნალობს. ჟურნალისტებს თურქეთის მოქალაქის ახლობლები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად დაზიანდა აჭარის ტელევიზიის კამერა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი