მთავარი მსოფლიო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გმობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები

საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გმობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები

0 759

საგანგებო განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. “ღრმად შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სეპარატისტების სადემარკაციო აქტივობით. ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ადმინისტრაციული ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე მთელს რეგიონში,”-ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებად მიიჩნევს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ძლიერ მხარდაჭერას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი