მთავარი რეგიონი საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა გაიხსნება

საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა გაიხსნება

0 1455

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ “საზაფხულო სკოლა კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში 2015″, გაიხსნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზაფხულო სკოლის მონაწილეები 27 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
“წლევანდელი საზაფხულო სკოლა შემდეგ თემებს მოიცავს: რელიგიისა და გამოხატვის თვისუფლება; ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში; სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები და სხვ. საზაფხულო სკოლას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტის “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა” ფინანსური მონაწილეობით ახორციელებს”, – აცხადებენ პრესსამსახურში.
საზაფხულო სკოლა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში 10:30 საათზე გაიხსნება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი