საბერძნეთში რეფერენდუმი ტარდება

    0 907

    ფინანსური დახმარების ნაცვლად მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარება. დღეს ბერძენი ამომრჩეველი ქვეყნის მომავალს გადაწყვეტს – საბერძნეთში რეფერენდუმი ტარდება. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი ევროზონის მოთხოვნას დათანხმდება, ქვეყნის პრემიერმინისტრი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. ევროპელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ თუ რეფერენდუმზე მოსახლეობა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას არ დათანხმდება, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. ევროპა ათენისგან გადასახადების გაზრდას, სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვს , რასაც მოქმედი მთავრობა ეწინააღმდეგება. რეფერენდუმში მონაწილეობა პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრამ და ოპოზიციის კონსერვატიული პარტია ”ახალი პოლიტიკის” ლიდერმა ანტონის სამარასმა მიიღო. ჯერ-ჯერობით ძნელია რამიე პროგნოზის გაკეთება. ხმები ორად გაიყო ზოგი თვლის რომ უნდა დათახნმდეს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს,რომ არსებობს არტერნატიული გზაც.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი