მთავარი მსოფლიო საბერძნეთმა მსოფლიო სავალუტო ფონდს 2 მილიარდის ოდენობის დავალიანება დაუფარა

საბერძნეთმა მსოფლიო სავალუტო ფონდს 2 მილიარდის ოდენობის დავალიანება დაუფარა

0 758

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთის მიერ 2,05 მილიარდი ოდენობის ვადაგადაცილებული ტრანშის დაფარვის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ “გარდიანი” იუწყება.
“შემიძლია დავადასტურო, რომ საბერძნეთმა მთლიანად დაფარა არსებული დავალიანება, რომელიც მსოფლიო სავალუტო ფონდისადმი გააჩნდა 2 მილიარდი ევროს ოდენობით. თუმცა, ამიერიდან, საბერძნეთმა აღარ უნდა დააგვიანოს გადასახადების გადახდა”, – განაცხადა ფონდის დირექტორმა ჯერი რაისმა. მისივე თქმით, სავალუტო ფონდი მზად არის განაახლოს საბერძნეთთან თანამშრომლობა ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 20 ივლისი ასევე უკანასკნელი ვადაა საბერძნეთისთვის, რათა ევროპის ცენტრალური ბანკის წინაშე არსებული დავალიანება 4,2 მილიარდი ევრო გადაიხადოს.
საბერძნეთის ხელისუფლებამ 7 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი მიიღო, რომელიც სწორედ ამ ორი ორგანიზაციის დავალიანების გადახდას უნდა მოხმარდეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი