საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

    0 681

    საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც ბერძენი მაღალჩინოსანი თავის ინტერნეტ-საიტზე წერს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.
    ”მე მიმაჩნია,რომ ვალდებული ვარ ჩემი ნდობა ბოლომდე გამოვხატო ხალხის წინაშე,რაც წინა რეფერენდუმზე მიიღეს. ხოლო კრედიტორების უკმაყოფილება ეს ჩემთვის არაფერია.” -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
    გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი