მთავარი რეგიონი რიკიე პოვერის ხვალინდელ კონცერტს აპროტესტებენ ოპოზიციის წევრები

რიკიე პოვერის ხვალინდელ კონცერტს აპროტესტებენ ოპოზიციის წევრები

0 763

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლაშა კილაბერიას თქმით, იტალიელი შემსრულებლები ოკუპანტების მხარდამჭერები არიან. პარტიის წევრები საზოგადოებას 2011 წლის 8 მარტს ჯგუფის ცხინვალში ჩასვლასა და კონცერტის გამართვას ახსენებს, სადაც მათივე განმარტებით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ იტალიელ მომღერალს ღირსების ორდენი გადასცა. ოპოზიციის წარმომადგენლი ირწმუნება, რომ მომღერლის საქართველოში ჩამოსვლით, ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვევა.

ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. რიკიე პოვერის კონცერტი ”ჰიტ ბათუმის” ფარგლებშია დაგეგმილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი