მთავარი საზოგადოება რეგიონებში დენი 3,95 თეთრით გაძვირდა

რეგიონებში დენი 3,95 თეთრით გაძვირდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, რეგიონებში დენი 3,9 თეთრით გაძვირდა.

„სემეკმა ტარიფის კორექტირებისას გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი. ძირითადად, ტარიფის კორექტირება განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს – ეს იყო, ძირითადად, თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას.

ჯერჯერობით „თელასისგან“ ან ნებისმიერი სხვა გამანაწილებელი კომპანიისგან სატარიფო განაცხადი არ მიგვიღია“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

„ენერგო პრო ჯორჯია“, ტარიფის გაზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა. კომპანია ბაზარზე ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი