პოლიციელებმა “თავისუფალი ზონის” სამი წარმომადგენელი დააკავეს

    0 894

    ქუთაისში თვითმმართველობის შენობასთან პოლიციელებმა “თავისუფალი ზონის” სამი წარმომადგენელი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, “თავისუფალი ზონის” აქტივისტები პრემიერთან დღეს შეხვედრის დროს მომხდარი ინცინდენტისას დაკავებული ნიკა ნარსიას მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ.
    “თავისუფალი ზონის” აქტივისტები მოითხოვდნენ, რომ ნიკა ნარსია გაეთავისუფლებინათ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას პრორუსული ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებდნენ.
    სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები პოლიციაში გადაიყვანეს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი