მთავარი რელიგია პატრიარქი: ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია

პატრიარქი: ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია

0 731

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით, მრავალი განსაცდელის წინაშე ვართ, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დავკარგოთ იმედი, ყველაფერი დამშიდდება და თავის ადგილზე დადგება.

პატრიარქის თქმით, ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე.

ილია მეორემ მრევლს პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს მოულოცა და მათი ქადაგებებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

“პეტრე და პავლე არიან ერისა და ეკლესიის ორი სვეტი. პეტრე, რომელსაც ეწოდა ქვა, ააშენა ეკლესია კლდესა ზედა და ბრჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. პავლე მოციქული, რომელიც მოსეს რჯულის აღმსრულებელი და ქრისტიანთა მდევნელი იყო, წმინდა ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, უდიდესი მქადაგებელი გახდა. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ – განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე.

“მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ” – უფლის ეს სიტყვები მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის ერთგული. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგულებას არღვევს და იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე გაუკეთა, ღალატობს, ან ცუდით პასუხობს. წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც სარწმუნოების, სიმტკიცის, ერთგულების მაგალითია, ისიც კი შეშინდა, მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ ჯვარს თავდაღმა ეცვა. პეტრე მოციქულს თავი მოკვეთეს, როგორც რომის მოქალაქეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვაჩვენებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიაროთ, სად უნდა დავინახოთ სიკეთე და სად ბოროტება. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გულს და გონებას”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი