მთავარი პოლიტიკა ნოდარ ხადური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ნოდარ ხადური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება

0 829

პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების ფაქტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამოეხმაურა. ხადურის შეფასებით, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება იმის მცდელობაა, რომ პროცესები გაჯანჯლდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მისი მხრიდან კიდევ ერთი სამწუხარო მცდელობა იმისთვის, რომ პროცესები გაჯანჯლდეს“, – განაცხადა ხადურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ ამ კანონპროექტის მიმართ, არის გათვალისწინებული, რასაც, მისივე თქმით, ადასტურებს უამრავი სპეციალისტი, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, მათ შორის ბანკები და საბანკო ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი