მთავარი სამართალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0 669

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ხაგან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი