მთავარი ბიზნესი მალე საქართველოში მაკდონალდსის რესტორნებში ბავარიული ლუდი გაიყიდება

მალე საქართველოში მაკდონალდსის რესტორნებში ბავარიული ლუდი გაიყიდება

0 1556

2015 წლის ივლისიდან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მაკდონალდსის ყველა რესტორანში შესაძლებელი იქნება ბავარიული სამეფო ლუდის „კალტენბერგი“ შეძენა, აცხადებს მაკდონალდსი. საქართველო მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა იქნება, ევროპის სხვა ქვეყნებს შორის, რომელშიც ადგილობრივად წარმოებული ბავარიული ლუდი გაიყიდება.მაკდონალდსი წლის ბოლომდე საქართველოში 5 მილიონი ლიტრი გერმანული სამეფო ლუდის გაყიდვას გეგმავს, ხოლო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დამზადებული ბავარიული სამეფო ლუდის ექსპორტს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს, სადაც საექსპორტოდ გამზადებული ლუდის რაოდენობა ათეულობით მილიონი ლიტრი იქნება. მაკდონალდსის ინფორმაციით, ხარშვის დაწყების საზეიმო ცერემონიალს სამეფო ოჯახის წინამძღვარი, ბავარიის პრინცი, ლუიპოლდ რუპრეჰთ ჰაინრიხი (Luitpold Rupprecht Heinrich Prinz) დაესწრო. ლუდი, რომელიც საქართველოში გერმანულ – ქართული ინვესტიციით დამზადდება, გერმანული, კერძოდ, ბავარიული სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ”მაკდონალდსი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შეტანას საკუთარ ქსელში, თუმცა, საქართველოში დამზადებულმა ბავარიულმა სამეფო ლუდმა მაკდონალდსის უმკაცრესი სტანდარტები დააკმაყოფილა. მაკდონალდსის ქსელი საქართველოში დიდი ხანია გასცდა სწრაფი კვების ობიექტის კონცეფციას, გარდა იმისა, რომ ის რესტორანი სადაც დღეს ვიმყოფებით, მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზ კომერციულ შენობას შორის მოხვდა, მაკდონალდსს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ტურისტული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ჩვენმა რესტორნება ქუთაისსა და ზუგდიდში განსაკუთრებით ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა მაკდონალდსი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თეგა კაპანაძემ.
ბავარიული სამეფო ლუდის ჩამოსხმა კომპანიამ „კასტელი„ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ხოლო ქარხნის გადაირაღებისა და გერმანული სტანდარტების მისაღწევად კომპანიამ 3 მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი