ლოტკინზე ხანძარია

    0 783

    თბილისის ზღვასთან, ლოტკინის ტერიტორიაზე საბურავები და ბალახი იწვის. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს ადგილზე არის დიდი კვამლი, რომელიც საბურავების დაწვამ გამოიწვია.  მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ ადგილებს საფრთხეს არ უქმნის. ადგილზე უკვე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგეტოს თანამშრომლები. 

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი