მთავარი საზოგადოება ლაშა ფარულავას განცხადებით, ცსკ-ის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ იამაიკაზე 14 ათასად ბიუჯეტის ხარჯზე...

ლაშა ფარულავას განცხადებით, ცსკ-ის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ იამაიკაზე 14 ათასად ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა

“საზოგადოებრივი ინიციატივის“ დამფუძნებლი ლაშა ფარულავას განცხადებით, ცსკ-ის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ იამაიკაზე 14 ათასად ბიუჯეტის ხარჯზე დაისვენა.

როგორც ფარულავა “კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, თამარ ჟვანია იამაიკაზე მიმდინარე წლის მაისში არა საქმიანი, არამედ კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯებთან დაკავშირებით მასალები გამოვითხოვეთ, რა ხდება ცსკ-ის საქმიანობის მიმართულებით მაშინ, როცა წინასაარჩევნო პროცესი არ არის. ამ ეტაპზე ხელთ გვაქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მივლინებების შესახებ ინფორმაცია. ცსკ-მ მოგვაწოდა ინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული სამივლინებო ხარჯების შესახებ.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ცსკ-მ არასაარჩევნო პერიოდში, უცხოეთში მივლინებებში დახარჯა 75 ათასი ლარი. მოწოდებულ დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო ის ქვეყნები, სადაც ცსკ-დან უცხოეთში ვიზიტებით იმყოფებოდნენ. მაგალითად, იამაიკაზე ვიზიტი 2015 წლის მაისში, ცსკ-ის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი დაუჯდა. შეუძლებელია, ცსკ-ის თავმჯდომარე აღნიშნულ ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით ყოფილიყო.

ჩვენი ინფორმაციით, თამარ ჟვანია არ იყო საქმიანი ვიზიტით იამაიკაზე, ის იმყოფებოდა კერძო ვიზიტით, ანუ ჟვანიამ სახელმწიფოს ხარჯზე დაისვენა! ასევე, მითითებულია კენიაც. საინტერესოა, რატომ უნდა იყოს საქართველო დაინტერესებული კენიის საქმიანობით, ისევე, როგორც იამაიკით. კურორტებით გამოირჩევა იამაიკა და ქალბატონმა ჟვანიამ იმოგზაურა ჩვენი ფულით. ეს არის ძალიან დიდი პროტესტის საფუძველი. ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის ბიუჯეტიც სავალალო მდგომარეობაშია, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ცესკოს თავმჯდომარე არ უნდა ისვენებდეს ხალხის ჯიბიდან გადახდილი ფულით. ეს არის სამარცხვინო საქციელი!

კვირის დასაწყისიდან, დავძრავთ ამ საკითხს და ჩვენ, „საზოგადოებრივი ინიციატივა“, გავმართავთ აქციას და მოვუწოდებთ ცსკ-ს, რომ მსგავსი რამ არ უნდა გაბედონ, ხოლო ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ არ დაუშვას ბიუროკრატების სახელმწიფო ხარჯებით დასვენება“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ასევე “კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას ცსკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე აცხადებს, რომ ცსკ-ის დელეგაციამ იამაიკაზე რიგით მეათე საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

2 კომენტარები

  1. lasha farulavas, vusurveb mteli cxovreba ise isvenebdes, rogorc Tamar Zhvaniam ,,daisvena" iamaikaze. aseti bnelebi rom xart imitomacaa qveyana awyobili, sanam xalxi ar mixvdeba rom sxvaze laparaki arafers moutans am qveyanas araferi eshveleba.

დატოვეთ კომენტარი