მთავარი სპორტი კალათბურთის მატჩი ტაბლოს გათიშვის გამო გადაიდო

კალათბურთის მატჩი ტაბლოს გათიშვის გამო გადაიდო

0 777

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, სპორტის სასახლეში მიმდინარე საკალათბურთო მატჩის დროს ტაბლო გაითიშა.  როგორც გაირკვა  ტექნიკური ჯგუფი ვერ ახერხებდა მის ჩართვას. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის კომისარი თამაშების გადადებას ითხოვდა. პირველი თამაში, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი სერბეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის, გადაიდო, ის დღეს მოგვიანებით ჩატარდება. შეჯიბრის მენეჯერი აცხადებს, რომ დილიდან ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა, თამაშის დაწყების წინ სამართავ პულტს მცირედი ხარვეზი შეექმნა. გიორგი ბუცხრიკიძის განცხადებით, თამაშები გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი