მთავარი მედია „იმედის კვირა“ – ჩვენს საძინებლებში

„იმედის კვირა“ – ჩვენს საძინებლებში

ფრთხილად! თქვენ შეიძლება გითვალთვალებდნენ!!! – ღალატის დედუქცია და სასოწარკვეთილი ქმრები და ცოლები – „იმედის კვირამ“ ერთი დღეკერძო დეტექტივებთან ერთადმოღალატე ქმრის „გამოჭერას“ დაუთმო; ყველაფერი კი, იმით დაიწყო, რომ კერძო დეტექტივებმა, ტელეკამერების წინ, დამკვეთისაგან მორიგი საქმე აიღეს.

დამკვეთი ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა, როგორც დეტექტივი ამბობს, ის „ბანალური“ საქმის გამოძიებას ითხოვს – ქმრის ღალატში გამოჭერა სურს. ქალი ეჭვობს, რომ მეუღეს საყვარელი ოჯახის საკუთრებაში არსებულ დაკეტილ ბინაში მიჰყავს ხოლმე.

დამკვეთმა დეტექტივებს, მეუღლის პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად, ე.წ კონსპირაციული ბინის გასაღებიც გადასცა. კერძო დეტექტივებმა კამერები მოღალატის საძიენებლსა და მანქანაზე მიამაგრეს, უჩუმრად აედევნენ მსხვერპლს და „გამოიჭირეს“ კიდეც.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ჟურნალიტმა მცდელობა არ დააკლო სიუჟეტის გმირების კონფედენციალურობის დაცვას. დამკვეთი (ცოლი), ასვე სავარაუდო მოღალატე (ქმარი) საგულდაგულოდ დაბლარა. თუმცჟურნალიტს გამოეპარა და სათანადოდ ვერ დაფარა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიროგორიცაა სიუჟეტის მთავარი გმირი მამაკაცის ავტომანქანის ნომერი, მარკა და ფერი, რითიც, ახლო წრისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ოჯახის სხვა წევრებისთვის მამაკაცის იდენტიფიცირება მარტივია.. გარდა ამისა, სიუჟეტში ნაჩვენებია ე.წ კონსპირაციული ბინის ინტერიერი, რაც ასევე, შესაძლოა გახდეს სიუჟეტს გმირის იდენტიფიცირების საშუალება.

არის კი კანონიერი კერძო დეტექტივების საქმიანობა? რა ხდება მაშინ, თუკი „მოღალატემ“ სასამართლოს მიმართა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვის კუთხით? მსგავსი საკითხები სიუჟეტში წამოჭრილი არაა, კერძო დეტექტივების საქმიანობა, პირის თვალთვალი, მის საცხოვრებელ სახლში კამერების დამონტაჟება და საყვარელთან სექსუალური სცენების ვიდეოკამერით გადაღება ჩვეულებრივ, ბუნებრივ ქმედებადაა წარმოჩენილი. ყოველ შემთხვევაში, კითხვა, იმის შესახებ, რომ ხომ არ ირღვევა ამ ყველაფრით კანონი, მასალაში არ ისმის.

საქართველოს კანონმდებლობა კერძო დეტექტივის საქმიანობას არ არეგულირებს, თუმცა უკანასკნელი წლების გახმაურებული საქმეების შემდგომ, მკაცრად რეგულირდება ფარული მიყურადება. მის განსახორციელებლად, სასამართლოს სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომლის გაცემა მკაცრად არგუმენტირებულ უნდა იყოს, მიყურადება კი, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი განმარტავს: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.

იურისტი მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ სიუჟეტში მთელი რიგი უზუსტობებია, „კერძოდ, არ მოხდა მოსახლეობის ინფორმარირება იმ სამართლებრივი ბაზის შესახებ, რომელიც ფარულ მოსმენა-გადაღებასთან არის დაკავშირებული; სიუჟეტში საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ ფარული საგამოძიებო ქმდებების განხორციელების უფლება, მხოლოდ კანონით დადგენილ პირებს აქვთ, რომლებიც მკაცრად განსაზღვრული სტანდარტების დაცვით, უფლებამოსილი არიან აღნიშნული საქმიანობა განახორციელონ; კერძო დეტექტივის ინსტიტუტი კი, არ წარმოადგენს შესაბამის უფლებამოსილ პირს. აღნიშნულმა სიუჟეტმა შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ვინმეს უპრობლემოდ უთვალთვალონ, კამერა დაუმონტაჟონ და თითქოს ყოველივე ეს, კანონთან შესაბამისობაშია“.

რაც შეეხება, ტელეკომპანია იმედის კამერების და კერძო დეტექტივების სხვის კერძო საკუთრებაში შესვლას და იქ სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას, იურისტი მამუკა ანდღულაძე ამ შემთხვევაშიც პრობლემას ხედავს, ის განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის კამერებსა და ე.წ. კერძო დეტექტივებს მეუღლემ (ცოლმა) მისცა სახლში შესვლის უფლება, აქ მნიშვნელოვანია რა განზრახვა აქვს პირს: „მან ფარული თვალთვალის აპარატურა დაამონტაჟა სახლში, მანქანაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში მეუღლე არ წარმოადგენს იმ პირს ვინც სხვა პიროვნების, თუნდაც მეუღლის მიმართ ფარული მიყურადების უფლებას იძლევა“ .

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი:

მუხლი 34: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

 

მუხლი 35, 4: „ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

მუხლი 35, 5: „ეთერში გადაცემამდე, მაუწყებელი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები, სიტყვები ან ქმედება, არ აირს ისეთი პირადი ცხოვრების ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის ან გადაღებული ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას“.

მუხლი 35, 8:“საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მოსამზადებლად სავალდებულოა, თანხმობის მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით“.

მუხლი 35, 15: „კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.


 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი