მთავარი საზოგადოება ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

0 2199

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქო მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.
უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. “კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი