მთავარი უცხოეთის ამბები თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმათ დავუთოღლუმ განაცხადა. “ამ დროისთვის, ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც ქვეყნის 22 პროვინციაში ტარდება, 600-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა. 
ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პარასკევს თურქეთის უსაფრთხოების ორგანოებმა “ისლამური სახელმწიფოს” ქურთთა მუშათა პარტიისა და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის – ფრონტის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი