მთავარი საზოგადოება თინა ხიდაშელი გარდაცვლილი სამხედროების დედებს შეხვდა

თინა ხიდაშელი გარდაცვლილი სამხედროების დედებს შეხვდა

აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების დედებს შეხვდა თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელი გაეცნო მათ პრობლემებსაც, რომელსაც პირადად შეისწავლის მინისტრის ერთ-ერთი მრჩეველი.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს სოციალური პროგრამებისა და დაღუპულთა ოჯახების კომპენსაციებზე, ქუჩების, სკვერებისა და სკოლებისთვის გარდაცვლილი სამხედროების სახელების მინიჭების საკითხზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი