მთავარი სამართალი ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება სასამართლოში

ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება სასამართლოში

0 873

ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დღეს საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

ნაფიც მსაჯულებს ჩვენება უკვე მისცეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა წევრებმა.

დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძესა და დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ძაძამიას სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე ვერდიქტი ამ თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი