მთავარი საზოგადოება ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა. ინფორმაციას, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილი ადასტურებს.
“ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგიური ექსპერტიზები. ასევე დაიკითხა მოწმეები. საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ. ასევე დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება, მოწმეთა დაკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. კვალიფიკაცია საქმის არის 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჩადენილს დაზარალებულის სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს იგი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი