მთავარი საზოგადოება დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

შპს „ბექა 2015“-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორ ტან-ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი