მთავარი საზოგადოება დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში ისვენებენ

დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში ისვენებენ

შსს-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახები ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით ქობულეთში ისვენებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩერნოვეცკის ფონდის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო პროექტში 30 დაღუპული პოლიციელის 42 შვილი მონაწილეობს. დაღუპული პოლიციელების ოჯახები საზაფხულო პროექტის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სასტუმროებში ისვენებენ, სადაც მათი კომფორტული დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.საკურორტო ზონაში დასვენების პერიოდში ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, ბავშვებმა დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გაისეირნეს კატარღით ზღვაში. ასევე პროექტის ორგანიზატორებმა მათ მოუწყვეს ექსკურსია ბათუმში, რომლის დროსაც ისინი ესტუმრნენ ბათუმის დელფინარიუმს. ამას გარდა პროექტში მონაწილე პატარებისთვის მოეწყო ანიმაციური გმირების შოუ და ანსამბლ „ქობულეთის“ კონცერტი.

სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში 31 ივლისამდე დაისვენებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი