გიორგი ოქროპირიძემ ხელისუფლება სასამართლო სისტემაზე ზეწოლაში დაადანაშაულა

    0 770

    გიორგი ოქროპირიძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა. პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა ბრალდებულის დედამ დატოვა.

    სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თავად გიორგი ოქროპირიძე. მან ხელისუფლება სასამართლო სისტემაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ბრალდებული საკუთარ პატიმრობას პირადად პრემიერმინისტრს უკავშირებს.

    „თუ პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა არ იძალადა სამართალზე, და თუ საქართველოში მთავრობა, რომელიც მოსულია პატიმრების წამებით, იმ ციხის კადრებით, გიორგი ოქროპირიძის წამების ოქმებით, რომელიც არის მოსული, არ იძალადებს სასამართლოზე და აღსდგება სამართლიანობა,“ – განაცხადა გიორგი ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი