მთავარი საერთო გიორგი ლორიამ “ოლიმპიაკოსი” დატოვა

გიორგი ლორიამ “ოლიმპიაკოსი” დატოვა

საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელი აღარ არის. გავრცელებული  ინფორმაციით, გიორგი ლორიამ უკვე დატოვა “ოლიმპიაკოსის” შეკრება და ათენში დაბრუნდა, სადაც  კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრქტის გაუქმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

ლორიას კლუბიდან გაშვების მიზეზი კი, გავრცელებული ინფორმაციით, “ოლიმპიაკოსის” გადაწყვეტილება გახდა ლორია მეკარე სტეფანოს კაპინომ ჩაანაცვლოს. თუმცა ლორია ერთადერთი არ არის, ვისაც კლუბი უშვებს. იგივე ბედი ელის ესპანელ მცველ ალბერტო ბოტიას, რომელიც მანამდე  “ბარსელონაში”, “სპორტინგსა” და “სევილიაში” თამაშობდა.
გასული სეზონი გიორგი ლორიამ ბერძნულ კლუბ ოფიში გაატარა, სადაც  მან თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, მაგრამ კლუბი გაკოტრდა და ჩემპიონატი მიატოვა. ლორია კი, სავარაუდოდ, თურქულ “ტრაბზონში” გააგრძელებს კარიერას. მისი დამატების ინტერესი ამ კლუბმა გამოხატა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი