მთავარი საზოგადოება “გალფი” და “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

“გალფი” და “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

კომპანიები “გალფი” და “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. “გალფში” აცხადებენ, რომ კომპანია “სან პეტროლიუმ ჯორჯია”, რომელიც საქართველოში “გალფის” ბრენდის ქვეშ ოპერირებს, აპირებს, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 11.2 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივროს, რადგანაც კომპანიისთვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და ჯარიმის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია.

სააგენტოს გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.” აქ აცხადებენ, რომ ბრალდება, თითქოსდა კომპანია სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი