მთავარი უცხოეთის ამბები ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად აპირებს სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ხალიფატი გაანადგუროს

ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად აპირებს სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ხალიფატი გაანადგუროს

დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად აპირებს იმ “ხალიფატის” განადგურებას, რომელიც დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყსა და სირიაში შექმნა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა.
ამერიკულ “ენ-ბი-სი”-სთან ინტერვიუში ქემერონმა აღნიშნა, რომ სურს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი უფრო მეტად იყოს ჩართული, მაგრამ ამისთვის ქვეყნის პარლამენტის მხარდაჭერაა აუცილებელი.
ცნობილია, რომ ორი წლის წინ ბრიტანეთის პარლამენტმა სირიის სამხედრო მოქმედებებში ქვეყნის მონაწილეობას მხარი არ დაუჭირა. პრემიერმინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი