ბათუმში საპატრულო პოლიცია ავარიაში მოყვა

    0 2513

    ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მთავარ გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მოქალაქე მეორეხარისხოვანი გზიდან შემოვიდა, არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს “დაუთმე გზა” და საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა.
    “სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა, მოქალაქე არ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი