მთავარი რეგიონი ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა

0 855

აქციის მონაწილეებმა მიმართეს თურქეთის საკონსულოს, შეწყდეს თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა საზღვარზე, რაც, მათი თქმით, უკვე წლებია ხდება. გასულ კვირას ორი ასეთი ფაქტის შესახებ განაცხადეს მოქალაქეებმა: თემურ აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 30 ივნისს ისინი თურქმა მებაჟეებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს, თენგიზ ხალვაშმა კი განაცხადა, რომ ის 4 ივლისს, საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დროს, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე მებაჟემ ფიზიკურად შეურაცხყო.

„საკონსულოს ვიცე-კონსულმა მითხრა, რომ შეგახვედრებ ართვინის გუბერნატორს სარფშიო, მერე მითხრეს, მერე დაგიკავშირდებითო, მაგრამ არ შემხმიანებიან. წერილობით მივმართეთ საკონსულოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავითარი რეაქცია არ არის“ – ამბობს თემურ აბაშიძე. მისი თქმით, მას არც ის ვიდეომასალა უნახავს, რომელიც მის ოჯახსა და თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს ასახავს. აბაშიძეების ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ვიდეო დაამონტაჟონ და ისე აჩვენონ, თითქმოს ოჯახის წევრების მხრიდან იყო კონფლიქტი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი